რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: რუსეთის მიერ შეძენილი ირანული წარმოების დრონების ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია

(West Asia News Agency)/Handout via REUTERS

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის მიერ შეძენილი ირანული წარმოების დრონების დიდი ნაწილი წარუმატებლად ფუნქციონირებს. 

ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვით, გამოცემასთან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთმა ირანისგან მიიღო Mohajer-6 და შაჰედის სერიის უპილოტო საფრენი აპარატები.

მანამდე, 26 აგვისტოს AP News წერდა, რომ გაურკვეველი იყო, დაიწყო თუ არა რუსეთმა დრონების უკრაინული სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენება, მაგრამ თვითმფრინავები, გამოცემის ცნობით, ოპერატიულია და მზად არის გამოსაყენებლად. 

დრონების შესახებ ინფორმაცია ივლისის დასაწყისში თეთრმა სახლმა გაავრცელა - მათი ცნობით, რუსი ოფიციალური პირები სულ მცირე ორჯერ მაინც ეწვივნენ ირანს, რათა ენახათ უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც უკრაინაში ომში გამოყენება სურდათ.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ჟურნალისტებს სატელიტური ფოტოების შესახებ აცნობა, თქვა, რომ მოსკოვის მცდელობა, შეიძინოს დრონები თეირანიდან აჩვენებს, რომ რუსეთი "ფსონს ირანზე დებს".

კომენტარები