რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/ Johanna Geron

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზის გაცემის აკრძალვას საჭირო მხარდაჭერა არ ექნება. ამის შესახებ მან ავსტრიულ ტელეკომპანია ORF TV-სთან ისაუბრა.

"არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა დაგვეხმარება და არ მგონია, რომ ამ იდეას საჭირო ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება". - თქვა ბორელმა.

ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა მოითხოვა ერთობლივი მოქმედება, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად რუს მოქალაქეებს ევროპაში ტურისტული ვიზით მოგზაურობა შეეჩერებინათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიზების შესახებ მეტი დეტალი პრაღაში ორდღიანი შეხვედრის პარალელურად გაირკვევა.

"ვფიქრობ უნდა გადავხედოთ, ზოგიერთი რუსისთვის  ვიზების გაცემის გზებს, ოლიგარქებს, რა თქმა უნდა, არა. ჩვენ უფრო შერჩევითები უნდა ვიყოთ. თუმცა, ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ". - აღნიშნა ბორელმა.

კომენტარები