ილია მეორე

ილია მეორე: კაცობრიობაც დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ

დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა, შესთხოვეთ, რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს თხოვნას.

დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს, ასე რომ ზეიმი ორმაგია, - ზეციური და ქვეყნიური და ჩვენს წინაპრებს ვულოცავთ მარიამობის დღესასწაულს.

ახლა იგალობეს "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო" - კაცობრიობაც დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობლისა!

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე.

კომენტარები