მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი: არახამიამ ომში მილიარდი იშოვა, ჭორიკანა დედაკაცივით დგას და გველაპარაკება

ნუ ვიქნებით იმ პოლიტიკოსების რიგში, სირაქლემასავით რომ არიან. ხან ევროპარლამენტარების ენით მელაპარაკებიან სხვადასხვა ტელევიზიით. მილიარდერი გახდა კაცი, ყველა ამბობს არახამიაზე, ეს ჩემი მოგონილი არ არის. ომში იშოვა მილიარდი. თავის ქვეყანას თვითონ მიხედონ, ჩვენ ჩვენსას მივხედავთ. რა უფლება აქვს, რომ ჩვენთან ერევა? გვარი აძლევს ამის საშუალებას თუ რა? საქართველოსთვის კარგი რა გაუკეთებია? ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცებს გველაპარაკება. ყველა თავისას მიიღებს, არახამია იქნება თუ სხვა. ახლა ომია და ვერაფერს ეუბნები, სასტიკ ომში არიან ჩართული. კიდევ კარგი, რომ მსოფლიო ასე ეხმარება უკრაინას, თორემ მასეთების ხელში სად იქნებოდნენ.

ამბობს ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარეზე, დავით არახამიაზე.

კომენტარები