კრიმინალი

წინასწარი დაკავების იზოლატორიდან პატიმარი გაიქცა – ის პოლიციამ დააკავა

წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ადმინისტრაციული წესით დაკავებული პატიმარი გაიქცა. პირის გაქცევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა, ტელევიზიის ცნობით, ის საკნის ფანჯრიდან გადაძვრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი, რომელმაც დროებითი მოთავსების იზოლატორი თვითნებურად დატოვა, ამჟამად დაკავებულია და ისევ პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარები