რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინის ახალი განკარგულებით უკრაინიდან რუსეთში იძულებით წასულებს პენსია დაენიშნებათ

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინიდან რუსეთში იძულებით წასული მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების შემოღების განკარგულებას მოაწერა ხელი. 

რუსეთის მთავრობის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც 18 თებერვლიდან იძულებით მოუწიათ უკრაინის ტერიტორიის დატოვება და რუსეთში წასვლა, თვეში 10 000 რუბლის ($170) ოდენობის პენსია დაენიშნებათ. 

განკარგულების მიხედვით, პენსიის მიღებას შეძლებენ უკრაინისა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მოქალაქეები. 

19 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავრობას უბრძანა, რომ გამოეყო 10 000 რუბლი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი რეგიონიდან როსტოვის ოლქში ჩასულ ევაკუირებული პირებისთვის.

ამასთანავე, პუტინმა  საგანგებო სიტუაციების მინისტრს დაავალა, რომ ლტოლვითა განთავსების პროცესის გასაკონტროლებლად ჩასულიყო როსტოვის ოლქში.

კომენტარები