საქართველო-რუსეთი

საქართველოში თურქეთიდან შემავალი რუსეთის მოქალაქეების არშეშვება გახშირდა – საკონსულო

ტრაპიზონში რუსეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც სარფის გამშვები პუნქტის გავლით თურქეთიდან მიმავალ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არ უშვებენ. განცხადების თანახმად, საკონსულომ მიმდინარე წლის აგვისტოში მსგავსი შემთხვევები თითქმის ყოველდღე აღრიცხა.

"როგორც წესი, ქართველი მესაზღვრეების უარი არაფრით არის დასაბუთებული და მიზეზები არ არის განმარტებული. რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ, არიან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის, ყირიმის რესპუბლიკის, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მაცხოვრებლები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან". – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, საზღვარზე არ უშვებენ რუსეთის სხვა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებსაც, რომლებიც საქართველოში შემოსვლას თურქეთიდან ცდილობენ. 

საკონსულო რუსეთის მოქალაქეებს ამ ინფორმაციის გათვალისწინებას ურჩევს თურქეთის გავლით საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვისას.

კომენტარები