რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: პუტინმა და შოიგუმ თანამდებობიდან მინიმუმ 6 გენერალი გაათავისუფლეს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ და პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნელი საბრძოლო მოქმედებების გამო მინიმუმ 6 გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ასევე, ბრიტანეთის დაზვერვის მიხედვით, ტყუილია შოიგუს ნათქვამი, რომ სამხედრო კამპანიის შენელება რუსეთის მხრიდან შეგნებულად ხდება.

"24 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შანხაის კოოპერაციის ორგანიზაციასთან საუბარში თქვა, რომ რუსეთი შეგნებულად ანელებს უკრაინაში სამხედრო კამპანიას, რათა თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ეს დანამდვილებით არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია. რუსეთის თავდასხმა დაყოვნდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სუსტი ქმედებებისა და უკრაინელების მძვინვარე წინააღმდეგობის გამო. შოიგუს ბრძანებებით, უკრაინაში მოქმედი ძალები  ოპერაციულ ვადებს ხშირად აცდა. სავარაუდოა, რომ შოიგუმ და პრეზიდენტმა პუტინმა მინიმუმ 6 გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რადგან წინ წაწევა სწრაფად ვერ შეძლეს". – წერია ანგარიშში.

 

კომენტარები