ტერორისტებზე ზეწოლას ყველა ფრონტზე მოვახდენთ - ბრძოლის ველზე, პოლიტიკურ ასპექტში, ეკონომიკურ საკითხებსა და საინფორმაციო ომში. თითოეული დაბომბვისთვის ოკუპანტებს პასუხი გაეცემათ. პასუხი გაეცემათ ორიხივისთვის, ჩაპლინისთვის, შეპეტივკასთვის, მირგოროდისთვის, ხარკოვისთვის, მარიუპოლისთვის, დონბასის ქალაქებისა და ყველა სხვისთვის, ვინც რუსი სამხედროების სამიზნეა. რუსეთმა ჩვენს ქვეყანას, ევროპასა და მთელ მსოფლიოს ბევრი პრობლემა, კრიზისი და კატასტროფა მოუმზადა. თუმცა, ყველაზე დიდ საშინელებას ტერორისტული სახელმწიფო მაინც თავად განიცდის. რუსული ტიტანიკი 24 თებერვალს აისბერგს დაეჯახა და წყლის ზემოთ დარჩენა რაც არ უნდა სცადოს, ჩაძირვას მაინც ვერ გადაურჩება. მარადიული დიდება ყველას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. მარადიული დიდება ყველა ჩვენს მებრძოლს. დიდება უკრაინას!
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზელენსკი: რუსული ტიტანიკი 24 თებერვალს აისბერგს დაეჯახა და ის ჩაძირვას ვერ გადაურჩება
tbl.ge/643z
დაკოპირდა

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვის დროს.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომირუსეთის აგრესია უკრაინაშიომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკივოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
ამავე თემაზე
- პუტინი: კიევი ცდილობს ზიანი მიაყენოს ეკონომიკას და საზოგადოებაში ნერვული ვითარება შექმნას
- რუსეთმა დიზელის ექსპორტი აკრძალა – ქვეყანაში უკრაინული იერიშების გამო საწვავის დეფიციტია
- ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
- უკრაინულმა ძალებმა რუსული ავიაგამანადგურებელი Су-35 ჩამოაგდო
- უკრაინამ რუსეთში, 2 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა




