კორუფცია

მალაიზიის სასამართლოს გადაწყვეტილებით ყოფილ პრემიერმინისტრს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

მალაიზიის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ყოფილი პრემიერმინისტრის, ნაჯიბ რაზაკის საჩივარი და მას 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

28 ივლისს მალაიზიის სასამართლომ ყოფილ პრემიერმინისტრს, ნაჯიბ რაზაკს კორუფციული სკანდალის გამო 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რაზაკს ბრალი სახელმწიფო კომპანიისგან $10 მილიონის პირად ანგარიშზე გადარიცხვაში ედება. ნაჯიბი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას მისი ფინანსური მრჩეველი ატყუებდა. 

ნაჯიბი 1991 წლიდან სხვადასხვა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2009 წლიდან 2018 ის მალაიზიის პრემიერმინისტრი იყო.

 

კომენტარები