უკრაინა-საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა.

სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს სამიტის მინაწილეებს: მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

კომენტარები