რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინის დროშა კვლავ იფრიალებს ყველა დროებით ოკუპირებულ ქალაქსა და სოფელში

ორი ფერის კომბინაციას, რომელიც ძალიან გვიყვარს და ვაფასებთ, არასდროს გავცვლით სხვაზე. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ უცხო ფერებს ჩვენს მიწაზე და ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა.

[...] ლურჯი და ყვითელი დროშა კვლავ იფრიალებს საკუთარ სახლში, სადაც ის უნდა იყოს – უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებულ ქალაქში და სოფელში. იფრიალებს სამუდამოდ – მელიტოპოლის პერემოჰის მოედნის თავზე, სადაც შეუძლებელია ფრიალებდეს ომში წაგებულთა დროშა. ხერსონის თავისუფლების მოედანზე, სადაც არ შეიძლება იყოს მათი დროშები, ვინც არ იცის, რას ნიშნავს თავისუფლება. ყველგან ლურჯ-ყვითელი დროშა იქნება.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დროშის დღეს სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები