თურქეთი

თურქეთში, მარდინის პროვინციაში ავტოავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 29 კი დაშავდა

IHA Photo

თურქეთში, მარდინის პროვინციაში ავტოავარიის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა 3 ავტომობილს მაშინ შეეჯახა.

20 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გაზიანთეფშიც. ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 21 პირი დაშავდა.

თარსუსი-ადანა-გაზიანთეფის ავტომაგისტრალზე ავტობუსი ჯერ გაჩერებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი სახანძრო მანქანასა და საინფორმაციო სააგენტო იჰლასის მანქანას.   გარდაცვლილთაგან 2 მედიკოსია, 2 რეპორტიორი, 3 მეხანძრე და 8 მგზავრი. 

კომენტარები