რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვი კიევს რუსი ჯარისკაცების მოწამვლას აბრალებს

REUTERS/Alexander Ermochenko/File Photo

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯარისკაცების მოწამვლას აბრალებს

31 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურე მძიმე მოწამვლის ნიშნებით სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ტესტმა სხეულებში ტოქსიკური ნივთიერების, კერძოდ ბოტულინის ტოქსინი B ტიპის, არსებობა დაადასტურა. 

ჯერჯერობით მოწამლულ ჯარისკაცთა რაოდენობა და მათი მდგომარეობის სიმძიმე უცნობია. ასევე,  რუსეთის მხარეს ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა საპასუხოდ განაცხადა, რომ სავარაუდო მოწამვლა გამოიწვია რუსეთის ძალების მიერ ვადაგასული დაკონსერვებული ხორცის ჭამამ. 

ბოტულინის ტოქსინი B ტიპის არის ნეიროტოქსინი, რომელსაც დაბინძურებული საკვების მიღებისას ბოტულიზმი შეუძლია გამოიწვიოს. 

მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსული ჯარები უკრაინის საზღვარზე გადაისროლეს, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა, კონფლიქტი გადაიზარდა ომში, რომელიც ძირითადად უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მიმდინარეობს.

კომენტარები