პატიმრის დედა: ჩემი შვილი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს, დღეს მითხრეს, რომ თავში ჭრილობა აქვს

პატიმრის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ციხიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, დღეს, 20 აგვისტოს კი უთხრეს, რომ მან თავში გამჭოლი ჭრილობა მიიყენა.   

დედის თქმით, მას უთხრეს, რომ პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა, იარაღი კი, სავარაუდოდ, ბადრაგს წაართვა.

"ფსიქიატრიულში გადმოუყვანიათ, ვიფიქრე, რომ ალბათ კარგია, ფსიქიატრიულში რადგან არის-მეთქი. ფანჯრიდან დავინახე გუშინ, მეგონა, რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად. მოვდივარ დღეს დილით და მეუბნებიან, რომ ბავშვს აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტოტალური ტვინის დაზიანება. ოპერაცია ტარდებაო. გამაგებინეთ, რანაირად მოხდა? რანაირად მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი და როგორ გაირტყა? 

გადაწყვიტეს, რომ ფსიქიატრიულიდან გადაეყვანათ ისევ უკან ციხეში. გადაწყვიტეს, რომ 1 დღეში ბიჭი გამოკეთდებოდა. არ იყო კარგად, არ იყო მზად, რომ ციხეში გადაეყვანათ". - ამბობს ის.  

ტაბულა პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებას ცდილობს - მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები