რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ელვუდი: თუ ზაპოროჟიეს ატომური სადგურიდან რადიაცია გაჟონავს, მე-5 მუხლის დარღვევა იქნება

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან
Reuters

ბრიტანელი დეპუტატის, თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ტობიას ელვუდის თქმით, ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის ნებისმიერი მიზანმიმართული დაზიანება, რომელმაც, შესაძლოა, რადიაციის გაჟონვა გამოიწვიოს, NATO-ს მეხუთე მუხლის დარღვევა იქნება. 

ელვუდის განცხადებას რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ეს 100%-ით სიმართლეა". 

"ეს განხილვას მართლაც არ ექვემდებარება. NATO-ს ქვეყნებში ადამიანების დახოცვა მე-5 მუხლის დარღვევაა". - წერს კინზინგერი.

NATO-ს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა მის ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს. 

კომენტარები