პარლამენტზე შტურმის ფაქტის გავრილოვის ღამედ მოხსენიება, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ არ არის კორექტული. იმედი მაქვს, რომ ეს თარგმნის, ან რაიმე სხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მიერ წამოყენებულ საკითხებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, ალბათ, გაცილებით მარტივი იქნება, თუ აღნიშნულ კითხვებზე, რამდენადაც არარეალური ან მიუღებელიც შეიძლება ეს იყოს, გაეცემა კონკრეტული პასუხები, რაც, ვფიქრობ, გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე რაღაც ზოგადი ფორმულირებით პასუხის გაცემა.
tbl.ge/63wl
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა. 17 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის სათავე, მათ შორის, გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი დაპირებები და არადემოკრატიული ქმედებებია.
ამავე თემაზე
- თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
- კობახიძე აშშ-ს: მზად ვართ, პირდაპირი დიალოგის გზით განვსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები
- საქართველოს პასუხი რუბიოს განცხადებაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო - კარაფანო
- ტრამპთან დალაგების ნაცვლად, ოცნებამ აშშ-სგან მძიმე დარტყმა მიიღო - გეგელია აქტზე
- აშშ დაძვრენის საშუალებას არ მისცემთ, ცვლილებები მოუწევთ – კარაფანო კობახიძის განცხადებაზე




