რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი პირობას დებს, რომ გააფართოვებს იარაღით ვაჭრობას რუსეთის მოკავშირეებთან

Mikhail Klimentyev, Sputnik, Kremlin Pool Photo via AP

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, იგი აპირებს გააფართოოს სამხედრო თანამშრომლობა მოკავშირე ქვეყნებთან და შესთავაზოს მათ მოწინავე იარაღები.

"ჩვენ მზად ვართ, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შევთავაზოთ ყველაზე მოწინავე ტიპის იარაღები: ცეცხლსასროლი იარაღიდან, ჯავშანტექნიკიდან და არტილერიიდან დაწყებული საბრძოლო თვითმფრინავებითა და დრონებით დამთავრებული". - თქვა პუტინმა. 

მოსკოვთან ახლოს იარაღის შოუს გახსნაზე პუტინმა თქვა, რომ რუსეთის იარაღის ექსპორტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს "მრავალპოლარული სისტემის" შემუშავებაში - გამოიყენა ტერმინი, რომლითაც კრემლი "აშშ-ს დომინაციის პირისპირ" საკუთარ მოქმედებებს ამართლებს.

პუტინს არ დაუსახელებია კონკრეტული ქვეყნები, თუმცა განმარტა, რომ "რუსეთი გულწრფელად აფასებს მის ისტორიულად ძლიერ, მეგობრულ და სანდო ურთიერთობებს ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან".  

"ვაფასებთ, რომ გვყავს მეგობარი მოკავშირე, პარტნიორი ქვეყნები და ხალხი, რომელიც იზიარებს ჩვენს ხედვებს ძირითად საკითხებზე". - აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები