რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლატვიამ უკრაინას 4 სამხედრო ვერტმფრენი გადასცა

Mи-17

ლატვიის ხელისუფლებამ უკრაინას 4 სამხედრო ვერტმფრენი გადასცა. საუბარია ორ Mи-17-ისა და ორ Ми-2-ის ტიპის ვერტმფრენებზე. ინფორმაციას ლატვიის თავდაცვის მინისტრი, არტის პაბრიკი Twitter-ზე ავრცელებს. 

“უკრაინის საჰაერო ძალებმა სულ ახლახანს მიიღეს 4 ვერტმფრენი, რომლებიც ლატვიამ აჩუქა. სანამ უკრაინა საკუთარ ტერიტორიებს რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან არ გაათავისუფლებს, დასავლეთმა უკრაინის დახმარება არ უნდა შეწყვიტოს". - წერს თავდაცვის მინისტრი.

უკრაინა ვერტმფრენების გამოყენებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც დასრულდება ვერტმფრენების აწყობას. 

კომენტარები