თბილისის მერია

აპლიკაციის სისტემის გამართვის პერიოდში თბილისის პარკინგის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი) მიმდინარეობს. სისტემის გამართვის.

მერიის ცნობით, სისტემის გამართვის პროცესში გამო ფიქსირდება ტექნიკური შეფერხებები, რომლის დროსაც იარსებებს საშეღავათო პერიოდი და ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე არ დაჯარიმდებიან. 
 
მონაცემთა სრულყოფისთვის მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ.

კომენტარები