ქართული ოცნება

კომუნიკაციების კომისიამ 3 ტელევიზიის წინააღმდეგ ქართული ოცნების სარჩელი წარმოებაში მიიღო

კადრი ვიდეოდან / სირცხვილია / Facebook

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 3 ტელევიზიის წინაღმდეგ ქართული ოცნები სარჩელი წარმოებაში მიიღო. საქმის განხილვა 23 აგვისტოს დაიწყება. 

ქართულმ ოცნებამ შინ ევროპისკენ კამპანიის ვიდეორგოლის გაშვებისთვის მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველს კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა და არხებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

ქართული ოცნების საჩივრის მიხედვით, სამ არხზე 2022 წლის 23 და 24 ივნისს გასული ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და არაწინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი რეკლამის განთავსება და გავრცელება კანონდარღვევაა.

მედიების ცნობით, მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ვიდეორგოლი ემსახურება ქართული ოცნების და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას, მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისთვის ხელის შეშლას. ამასთან, მიიჩნევენ, რომ მასში ცხადად იდენტიფიცირებულია ქართული ოცნება კონკრეტული პარტიის სახეებზე მითითებით, შეიცავს მმართველი პარტიის, მათი ლიდერების, ხელისუფლების წარმომადგენლების, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას მათ მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, კანდიდატის სტატუსთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდების საფუძველზე და ემსახურება მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას.

სადავო ვიდეორგოლი სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული კამპანიის – შინ ევროპისკენ ფარგლებშია მომზადებული. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ისმენენ ოჯახის წევრები ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს, ვიდეოს ბოლოს კი 24 ივნისს გამართული აქციის ანონსი ჩნდება.

მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს ამ სარჩელს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნიშანია. 

კომენტარები