რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლატვიის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარა

ლატვიის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარა და ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებისკენ მოუწოდა. რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს ლიტვაც. 

"რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა გზით, მხარს უჭერდა და აფინანსებდა ტერორისტულ რეჟიმებსა და ორგანიზაციებს". - ნათქვამია ლატვიელ კანონმდებლებთა მიერ მიღებულ დეკლარაციაში. 

მტკიცებულებებს შორის ნახსენებია მოსკოვის მხარდაჭერა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიმართ, სკრიპალების ოჯახის მოწამვლა და მალაიზიური MH17-ის სავარაუდოდ რუსული წარმოების რაკეტით ჩამოგდება. 

"რუსეთმა მსგავსი დაუნდობელი ტაქტიკა ახლა უკრაინაში გამოიყენა". - ვკითხულობთ ლატვიელ კანონმდებელთა განცხადებაში. 

კომენტარები