რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთის ელჩი რუსეთში: აშშ უკრაინის კრიზისის ინიციატორი და მთავარი წამქეზებელია

რუსულ მედია TASS-თან ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა რუსეთში, ჭანგ ხანხუიმ აშშ რუსეთ-უკრაინის ომის წაქეზებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აშშ-მ NATO-ს გაფართოების პოლიტიკით რუსეთი კუთხეში მოაქცია.

"ვაშინგტონი, როგორც უკრაინის კრიზისის ინიციატორმა და მთავარმა წამქეზებელმა, რუსეთის წინააღმდეგ უპრეცენდენტო და ყოვლისმომცველი სანქციების შემოღებასთან ერთად, აგრძელებს უკრაინისთვის შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვიობის მიწოდებას. მათი საბოლოო მიზანი რუსეთის გამოფიტვა და გასრესვაა ხანგრძლივი ომითა და სანქციებით". – თქვა ხანხუიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები