მიხეილ სააკაშვილი

ადვოკატი: სააკაშვილს უკრაინის თემა აინტერესებს, აგვისტოს ომზე ერთი განცხადება არ გაუკეთებია

შალვა ხაჭაპურიძე და მიხიელ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სააკაშვილს უკრაინასთან დაკავშირებული Tემები აინტერესებს, 2008 წლის აგვისტოს ომზე კი "ერთი განცხადება არ გაუკეთებია". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ექსპრეზიდენტის მონახულებამდე ისაუბრა. 

"ნეტარ არიან მორწმუნენი, ნაციონალურ მოძრაობას რაც შეეხება [...] უკრაინის თემები აინტერესებს და საქართველოს აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, ერთი განცხადება არ გაუკეთებია". - თქვა მან. 

ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის როლის გადახედვაზე თავდაპირველად ექსპრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა ისაუბრა. მან TV პირველის ეთერში თქვა, რომ მამამისის ჯანმრთელობის საკითხის დეპოლიტიზება უნდა მოხდეს. ედუარდ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ "მიშას როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, მგონი, თვითონაც ხვდება". მისივე თქმით, "ვამჩნევ, რომ ბევრისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი".

ამის შემდეგ, ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი "საერთოდ მიდის ქართული პოლიტიკიდან". შალვა ხაჭაპურიძის თქმით კი "სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს, აღარ აინტერესებს". გიული ალასანიამ ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა "როგორც ჩანს რეალურია, რადგან როცა რამდენიმე ადამიანს ერთი და იგივე აზრი აქვს, ერთდროულად ხომ არ გაუჩნდებოდათ, ალბათ ასეა".  

ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადებები ადვოკატების სტრატეგიაა. 

კომენტარები