რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ბლინკენი: თუ რუსეთს უკრაინის დაშინების უფლება მიეცემა, ეს სეზონს მთელ მსოფლიოში გახსნის

Florian Gaertner/photothek.de/Pool - Anadolu Agency

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, თუ რუსეთს უკრაინაში შეჭრის, დაშინებისა და ტერიტორიების დაკავების უფლება წინააღმდეგობის გარეშე მიეცემა, ეს მთელი მსოფლიოსთვის "სეზონის გახსნა" იქნება. 

ამის შესახებ ბლინკენმა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას ეწვევა. 

"თუ დიდ ქვეყანას პატარა ქვეყნის დაშინებისა და მისი ტერიტორიების დაკავების უფლებას მივცემთ, მაშინ ეს სეზონს გახსნის არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში". - თქვა ბლინკენმა

ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები თვლის, რომ მნიშვნელოვანია რუსეთს წინ აღუდგეს, რადგან უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები საერთაშორისო სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებს უქმნის საფრთხეს. 

კომენტარები