დაჭრა

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ბარში 6 ადამიანი იარაღით დაჭრა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც თბილისში, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში ამავე ბარის დაცვის 5 თანამშრომელი და მათი ერთი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ამავე ბარის დაცვის 5 თანამშრომელსა და მათ ერთ მეგობარს  ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. ამჟამად ისინი სახლში განაგრძობენ მკურნალობას". - წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულია 1990 წელს დაბადებული ბ.მ., რომელსაც ბრალად ჯანმრთელობის 
განზრახ მსუბუქი დაზიანება ედება და 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები