2008 წლის აგვისტოს ომი

პოდოლიაკი: 14 წლის წინ რუსმა მტაცებლებმა პირველად გაუგეს სისხლს გემო, ვიცით ეს რას ნიშნავს

დაუსრულებელი ბოროტება ბრუნდება. 14 წლის წინ შემოიჭრნენ საქართველოში, დაიპყრეს ქვეყნის გარკვეული ნაწილი და დაამყარეს თავიანთი კრიმინალური მონარქია. მაშინ რუსმა მტაცებლებმა პირველად გაუგეს სისხლს გემო. მსოფლიომ უპასუხა შეშფოთებით, "გადატვირთვით" და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით. 

შესაბამისად, რუსეთმა დაიწყო უკრაინის ტერორი და აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მსოფლიოს წინააღმდეგ. უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, თუ რას ნიშნავს რუსეთი. ჩვენ ეს ვიცით. ისღა დაგვჩენია ეს აზრი მივიტანოთ დასავლეთის "მტრედებამდე". გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს TWITTER-ზე ეხმიანება. 

კომენტარები