7 მითი აგვისტოს ომზე

"2008 წელს რეზოლუციით საქართველომ აღიარა, რომ ომი თავად დაიწყო" – მითი აგვისტოს ომზე

2008 წლის ომის შესახებ მითებს შორის ერთ-ერთი ომის დაწყების აღიარების შესახებაა: თითქოს 2008 წლის ოქტომბერში საქართველომ ევროსაბჭოში მხარი დაუჭირა რეზოლუციას და აღიარა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. 

მითის შესახებ ტაბულა ევროპული საქართველოს წევრს, ომის დროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სერგი კაპანაძეს ესაუბრა.

"ბოლო რამდენიმე წელია ქართული ოცნების სახეები, განსაკუთრებით ბატონი მდინარეძე გამოირჩევა ხოლმე, ავრცელებს მითს, რომ 2008 წლის ოქტომბერში საქართველომ ევროსაბჭოში მხარი დაუჭირა მოღალატეობრივ რეზოლუციას - ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. [...] რეზოლუცია იმდენად მწვავე იყო, რომ რუსეთმა დარბაზიც კი დატოვა". - ამბობს კაპანაძე. 

კომენტარები