რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ჩრდილოეთ მაკედონიისგან ტანკებსა და თვითმფრინავებს მივიღებთ

ჩრდილოეთ მაკედონიის შეიარაღებული ძალების T-72

ჩრდილოეთ მაკედონია დათანხმდა, რომ უკრაინას ტანკები და თვითმფრინავები მიაწოდოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ისაუბრა.

"ბევრი ქვეყანა დღეს იმაზე დიდ გამბედაობას იჩენს, ვიდრე G20-ის წევრი ქვეყნების ნახევარი. მაგალითად ჩრდილოეთ მაკედონია, რომლებიც უკრაინას ტანკებისა და თვითმფრინავების მიწოდებით მხარში უდგება". - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. 

ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ უკრაინას გადასცემს საბჭოთა წარმოების ტანკებს. 

მანამდე, უკრაინულ მედიებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ მაკედონია გეგმავდა  უკრაინისთვის საბჭოთა T-72-ის ტიპის ტანკების გადაცემას, რომელთა ჩამოწერასა და თანამედროვე ტექნიკის ჩანაცვლებას მომავალ წლებში აპირებდნენ. რამდენ ტანკს მიიღებს უკრაინა - ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც უკრაინულ მედიაში წერენ, ჩრდილოეთ მაკედონია დაახლოებით 30 T-72-ს ფლობს.

კომენტარები