რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინას საბჭოთა T-72-ის ტიპის ტანკებს გადასცემს

ჩრდილოეთ მაკედონიის შეიარაღებული ძალების T-72

ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინას გადასცემს საბჭოთა T-72-ის ტიპის ტანკებს, რომელთა ჩამოწერასა და თანამედროვე ტექნიკის ჩანაცვლებას მომავალ წლებში აპირებდნენ. როგორც უკრაინულ მედიაში წერენ, ინფორმაცია ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიურმა მედიამ გაავრცელა. 

ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა მას შემდეგ დაადასტურა, რაც სოციალურ ქსელებში ჯავშანტექნიკი კოლონების კადრები გავრცელდა.

არაა დაზუსტებული თუ ზუსტად რამდენი T-72 გადაეცემა უკრაინას. უკრაინულ მედიაში როგორც წერენ, რამდენადაც ცნობილია, ჩრდილოეთ მაკედონიას დაახლოებით 30 T-72 ჰქონდა.

კომენტარები