დედაენის ბარი

დედაენის ბარი: ჩვენი სავიზო პოლიტიკის გამო, რუსების მხრიდან კიბერშეტევა მიმდინარეობს

Facebook

დედაენის ბარზე რუსული კიბერთავდასხმა მიმდინარეობს. ინფორმაციას ბარის მფლობელი და დამფუძნებელი დათა ლაფაური სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებს.

"SOS. კიბერშეტევა დედაენის ბარზე ისევ გრძელდება, 5 000 შეფასება მხოლოდ გუგლზე, მუქარის შემცველი კომენტარები ყველა სხვა სოცმედიაზე ჩემს პირად პოსტებს არეპორტებენ და შლიან". – წერს გურჯიევი.

საძიებო საიტ Google-ზე ბარს შეცვლილი აქვს სახელი და დენაზიფიკაციის ბარი ქვია, ასევე, ბარის საიტის ნაცვლად მითითებულია კრემლის გვერდი.

ბარში მოქმედებს ე.წ. ვიზა, რომლის მისაღებად რუსეთის მოქალაქეებმა სპეციალური ანკეტა უნდა შეავსონ. ანკეტაში მოსანიშნია შემდეგი პუნქტები:

  • ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია;
  • ვგმობ რუსულ აგრესიაში უკრაინაში;
  • ყირიმი უკრაინაა, ისევე, როგორც სხვა ოკუპირებული ტერიტორიები;
  • აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა;
  • საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ;
  • საქართველოს ყოველი მე-12 მოქალაქე რუსეთის აგრესიის გამო დევნილია;
  • მე მომწონს ფრაზა Руский военный корабль, иди на хуй;
  • დიდება უკრაინას;

2 აგვისტოს დედაენის ბარმა პოსტი გამოაქვეყნა, მათი თქმით, უკმაყოფილო რუსი მომხმარებლები მასობრივად, სოციალურ ქსელებში ბარს ნეგატიურ შეფასებებს აძლევენ:

"1-ვარსკვლავიანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას. ყველას გვჯერა ალბათ, რომ პუტინის რეჟიმს გამოექცა ის "ადამიანი", რომელმაც Z დაგვიწერა ამაყად. რუსები უკმაყოფილოები არიან, რომ დედაენის ბარში ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს". – წერის 2 აგვისტოს პოსტში.

ასევე, ბარის სოციალური ქსელების გვერდებზე და პირად შეტყობინებებში იწერება ნეგატიური კომენტარები და მუქარები. 

"სამწუხაროა, რომ მედვედევმა მაშინ დაგინდოთ"

"წინ პუტინ!! ქართველები კარგი, მაგრამ გზააბნეული ხალხია".

"ნუ აბრაზებთ პუტინს, თორემ შემდეგები იქნებით".

კომენტარები