დედაენის ბარი

რა კომენტარებს ტოვებდნენ დედაენის ბარზე რუსი მომხმარებლები

Befunky

4 აგვისტოს დედაენის ბარზე მთელი დღის განმავლობაში კიბერშეტევა მიმდინარეობდა.

ბარში მოქმედებს ე.წ. ვიზა, რომლის მისაღებად რუსეთის მოქალაქეებმა სპეციალური ანკეტა უნდა შეავსონ. ანკეტაში მოსანიშნია შემდეგი პუნქტები:

  • ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია;
  • ვგმობ რუსულ აგრესიაში უკრაინაში;
  • ყირიმი უკრაინაა, ისევე, როგორც სხვა ოკუპირებული ტერიტორიები;
  • აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა;
  • საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ;
  • საქართველოს ყოველი მე-12 მოქალაქე რუსეთის აგრესიის გამო დევნილია;
  • მე მომწონს ფრაზა Руский военный корабль, иди на хуй;
  • დიდება უკრაინას;

ვიზის მოთხოვნით უკმაყოფილო მომხმარებლებმა დედაენის ბარს სოციალურ ქსელებში არაერთი ნეგატიური და შეურაცხმყოფელი კომენტარი დაუწერეს.

"საჭმელში 08.08.2008-ში მოკლული ბავშვის გვამის ნაწილები შემხვდა".

 

"ძველი რუსული ტრადიციის მიხედვით კოვზი მარჯვენა ხელით უნდა გეჭიროს, ხოლო ქართველები შიშში უნდა ამყოფო".

"სამწუხაროა, რომ მედვედევმა მაშინ დაგინდოთ"

"დენაციფიკაციის რიგში შემდეგები ხართ. დიდება რუსეთს. Z 08.08.2008".

"თქვენმა ერთმა ქართველმა, სტალინმა მილიონობით რუსს რეპრესიები მოუწყო, ამიტომ ვალდებულნი ხართ ბოდიში მოუხადოთ თითოეულ რუსული პასპორტის მფლობელ სტუმარს".

"საშინელი ადგილია. თანამშრომლები ეროვნული ნიშნით ყოფენ მომხმარებლებს. თავად რესტორანი ბინძურია. და ვნახე ორი კაცი, რომელიც ერთმანეთს კოცნიდა".

"მთვრალმა ქართველებმა პოლიტიკის განხილვა დაიწყეს, არადა ბარის საიტზე წერია "არ ილაპარაკოთ პოლიტიკაზე". მისტიკური ფეისკონტროლი აქვთ". 

"წინ პუტინ!! ქართველები კარგი, მაგრამ გზააბნეული ხალხია".

"ნუ აბრაზებთ პუტინს, თორემ შემდეგები იქნებით".

2 აგვისტოს დედაენის ბარმა პოსტი გამოაქვეყნა, მათი თქმით, უკმაყოფილო რუსი მომხმარებლები მასობრივად, სოციალურ ქსელებში ბარს ნეგატიურ შეფასებებს აძლევენ:

"1-ვარსკვლავიანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას. ყველას გვჯერა ალბათ, რომ პუტინის რეჟიმს გამოექცა ის "ადამიანი", რომელმაც Z დაგვიწერა ამაყად. რუსები უკმაყოფილოები არიან, რომ დედაენის ბარში ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს". – წერის 2 აგვისტოს პოსტში.

ასევე, ბარის სოციალური ქსელების გვერდებზე და პირად შეტყობინებებში იწერება ნეგატიური კომენტარები და მუქარები. 

მოგვიანებით დედაენის ბარის რეიტინგი 4.8 ვარსკვლავამდე გაიზარდა, ოკუპანტების ცუდი შეფასებები წაიშალა.

კომენტარები