რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ბელარუსის შეიარაღებული ძალები რუსეთის ჯარს საბრძოლო მასალებს გადასცემენ

ბელარუსი სამხედროები
belprauda.org

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბელარუსის შეიარაღებული ძალები რუსეთის ჯარს გარკვეული ტიპის საბრძოლო მასალას გადასცემენ.

"ბელარუსის რესპუბლიკა აგრძელებს გარკვეული ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის. ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმის საფრთხე ისევ არსებობს". - წერია განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრებთან კვლავ უცვლელი რჩება ბელარუსის შეიარაღებული ძალების ნაწილების შემადგენლობა, მდგომარეობა და პოზიცია.

"ვოლინისა და პოლეზის მიმართულებით ბელარუსის შეიარაღებული ძალების ნაწილების შემადგენლობა, მდგომარეობა და პოზიცია ბრესტისა და გომელის რაიონებში კვლავ უცვლელი რჩება. სევერსკის მიმართულებით მტერი არ წყვეტს ჩვენი პოზიციების დაბომბვას. ოკუპანტები რუსეთის ტერიტორიიდან აგრძელებენ საჰაერო დაზვერვას ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში". - წერია განცხადებაში.

კომენტარები