აშშ უკრაინას დამატებით $550 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისაუბრა. ჯამში, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გაწეული დახმარება უკრაინისთვის $8.7 მილიარდს შეადგენს.
ბლინკენის თქმით, აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შეირყევა. მხარდაჭერა არ შესუსტდება და აშშ კვლავ დგას უკრაინის გვერდით.
დღევანდელი ანონსი ითვალისწინებს HIMARS-ის სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას და 155მმ-ის საარტილერიო სისტემებს, რომლებსაც უკრაინული ძალები ასე ეფექტურად იყენებენ ბრძოლის ველზე საკუთარი ქვეყნის დასაცავად. შედეგად, ჯამში, ამ ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლიდან უკრაინისადმი დახმარება დაახლოებით $8.7 მილიარდს შეადგენს". – ამბობს ბლინკენი.