უკრაინელი ლტოლვილები

კალაძე ლტოლვილებზე: თავისუფლად შეუძლიათ ბინის ქირაობა, საქართველო მხოლოდ თბილისი არაა

უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით განცხადება გავავრცელეთ და თქვენ ზედმიწევნით იცი, თუ რა დახმარებას გაუწევს სახელმწიფო. მთლიანად პასუხისმგებლობას იღებს ჯანდაცვის სამინისტრო. ოჯახზე გამოიყოფა 300-ლარიანი დახმარება. გარდა ამისა, ერთ სულზე 45 ლარი იქნება თვის განმავლობაში. ასევე, ლტოლვილთა გაერო-ს ფონდი იღებს ვალდებულებას და 230 ლარს უყოფენ თითოეულ ოჯახს. ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, იქირაონ ბინები. საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის და ამ თანხით თავისუფლად შესაძლებელია ბინის ქირაობა.

ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ჩართულია, კონკრეტული ბინების შეთავაზებასაც აკეთებს, თუ რომელი ბინები შეუძლიათ ამ ადამიანებს იქირაონ. ხაზი მინდა, გავუსვა, საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე. დღეიდან, პირველი აგვისტოდან დასრულდა საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. თბილისსა და აჭარაში უკრაინელ ლტოლვილებს სასტუმროებიდან ქუჩაში უშვებენ, რადგან მათი დაბინავების საფასურს მთავრობა აღარ იხდის.

კომენტარები