უკრაინელი ლტოლვილები

ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილების დროებითი დახმარება 2025 წლამდე გაახანგრძლივა

Ukrinform

ევროკავშირის მიერ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად შემუშავებული დირექტივა 2025 წლის 4 მარტამდე გახანგრძლივდება.

ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური X გვერდი ავრცელებს.

"მიღებულია. ევროკავშირის საბჭო დროებით დახმარებას 2025 წლის 4 მარტამდე გაახანგრძლივებს. 

დახმარება ნებას რთავს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ისარგებლონ ისეთი უფლებებით, როგორებიც არის: ცხოვრების უფლება, წვდომა შრომით ბაზარზე, სამედიცინო დახმარება და ბავშვთა განათლება". – წერია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

აქამდე ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარება 2024 წლის 5 მარტამდე იყო ძალაში.

კომენტარები