უკრაინელი ლტოლვილები

დუდა: პოლონეთმა და გერმანიამ EU-ს უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით დახმარება უნდა სთხოვონ

ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, პოლონეთმა და გერმანიამ ზამთრის პერიოდში, უკრაინელი ლტოლვილების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით, ევროკავშირს მეტი დახმარების მიღებისთვის უნდა მიმართონ. 

"მიმაჩნია, რომ ევროპულ საზოგადოებას უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელთაც უკრაინიდან ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ტვირთი აკისრიათ". – თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.  

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 6 დეკემბრის მონაცემებით, ევროპაში დაფიქსირებული უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 7.5 მილიონზე მეტია. ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.

გაეროს განახლებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინიდან ყველაზე მეტი ლტოლვილი პოლონეთში გადავიდა.

კომენტარები