ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 1 აგვისტოს ვაჭრობის შედეგები

CBW.ge

ლარი დოლართან მიმართებით 1.68 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.31 თეთრით. 1 აგვისტოს ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7484 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8168 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.77 ლარია, ერთი ევროსი - 2.86 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.74 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.82 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ. რამდენიმე დღის წინ ევრო დოლართან მიმართებით აბსოლუტურ პარიტეტზე იყო, ერთი დღით კი, დოლარზე იაფიც ღირდა.

კომენტარები