რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: შურს ვიძიებთ ყოველ დაღუპულ ან დასახიჩრებულ თანამოძმეზე

რუსეთი - სახელმწიფო ტერორისტი. რუსების სიმხეცე, რასაც ჩვენი სამხედროების მიმართ ჩადიან, განრისხებას იწვევს. შურს ვიძიებთ ყოველ დაღუპულ ან დასახიჩრებულ თანამოძმეზე.

რუსი ომის დამნაშავეებისგან განსხვავებით, ჩვენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს ვიცავთ. ამავდროულად, ვაკეთებთ ყველაფერს შესაძლებელსა და შეუძლებელს, რათა დავსაჯოთ დამნაშავეები ჩვენი თანამოძმეების, ჩვენი დებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.

ამ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. იცოდეთ, მტრებო, დედამიწაზე თქვენი ადგილი არ იქნება.

ეხმაურება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი უკრაინელი სამხედრო ტყვეების იზოლატორის დაბომბვას. შემთხვევას, მინიმუმ, 53 ტყვე ემსხვერპლა.

კომენტარები