სიკვდილით დასჯა ირანში

ირანში გასულ კვირაში 32 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის 3 ქალი

ირანში სიკვდილით დასჯის გამოყენების წინააღმდეგ გამართული აქცია, ლონდონი, 2020 წელი.
GETTY IMAGES

ირანის ადამიანი უფლებების ჯგუფის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ გასულ კვირაში 32 ადამიანი სიკვდილით დასაჯა. მათ შორის, 3 ქალი, რომლებსაც ქმრების მკვლელობა ედებოდათ ბრალად.

როგორც ორგანიზაცია წერს, სიკვდილით დასჯილ 3 ქალს შორის ერთ-ერთი 15 წლის ასაკში გაათხოვეს, 10 წლის შემდეგ კი ის ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ორგანიზაციის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში სიკვდილით დასჯის გამოყენება გაახშირა, მიმდინარე წელს მათ ზემოხსენებული სასჯელი უკვე ორჯერ მეტი ადამიანის წინააღმდეგ გამოიყენეს, ვიდრე მთლიანი გასული წლის განმავლობაში.

ასევე, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების ცნობით, ირანში ყოველწლიურად უფრო მეტ ქალს სჯიან სიკვდილით, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მათ დიდ ნაწილს კი ბრალად ქმრის მკვლელობა ედებათ. აქტივისტების თქმით, მსგავსი საქმეების უმეტესობა ოჯახური ძალადობის შემთხვევებს შეიცავს, თუმცა ირანული სასამართლო ამას საერთოდ არ ითვალისწინებს.

კომენტარები