აშშ-რუსეთი

აშშ-ს სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ მიიჩნია

შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ჩეჩნეთში, საქართველოში, უკრაინასა და სირიაში. 

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებმა უამრავი უდანაშაულო ქალის, ბავშვისა და მამაკაცის სიკვდილი გამოიწვია.

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს მრავალი დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ცდილობდნენ დაფარონ მათი სისასტიკე უკრაინაში მასობრივი საფლავებით". - წერია სენატის კანონპროექტში.

რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისთვის აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობა.

კომენტარები