დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

კიმ ჩენ ინის თქმით, ბირთვული ძალის მობილიზებისა და აშშ-სთან დაპირისპირებისთვის მზად არიან

კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ბირთვული შემაკავებლის მობილიზაციისა და აშშ-სთან ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის მზადყოფნაში არიან.

ამას გარდა, კიმ ჩენ ინმა პირველად გააკრიტიკა სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი და თქვა, რომ სეული ომის ზღვარს უახლოვდება. 

"ჩვენი შეიარაღებული ძალები სრულად მზად არიან უპასუხონ ნებისმიერ კრიზისს და ჩვენი ერის ბირთვული ომის შემკავებელი საკუთარი აბსოლუტური ძალის ერთგულად, ზუსტად და დროულად მობილიზებისთვის სრულ მზადყოფნაშია". – თქვა კიმ ჩენ ინმა კორეის ომის 27 ივლისის შეთანხმების 69-ე წლისთავზე. 1950-1953 წლის ომის დამასრულებელი შეთანხმების დღეს ჩრდილოეთ კორეაში გამარჯვების დღედ აცხადებენ.

კიმ ჩენ ინის თქმით, აშშ-ს "ბირთვული საფრთხის" გამო, ჩრდილოეთ კორეას მოეთხოვებოდა მიეღწია "სასწრაფო ისტორიული დავალებისთვის" გაეძლიერებინა საკუთარი თავდაცვა.

ამას გარდა, კიმ ჩენ ინი გამოეხმაურა შესაძლებლობას, რომ სამხრეთ კორეა აახლებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხეზე პრევენციული იერიშის გეგმას. კიმის თქმით, თუ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის მთავრობა პრევენციულ იერიშებს მიიტანს, ისინი "განადგურდებიან". 

კიმ ჩენ ინის კომენტარი გაკეთდა მაშინ, როდესაც არსებობს შიში, რომ ჩრდილოეთ კორეა მეშვიდე ბირთვული ტესტისთვის ემზადება. ბოლო მსგავსი ტესტირება მათ 2017 წელს ჩაატარეს. აშშ გასულ თვეში ამბობდა, რომ ბირთვული იარაღის გამოცდა ფხენიანმა შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩაატაროს. ამას გარდა, წელს ჩრდილოეთ კორეამ გამოცადა 31 რაკეტა, რაც მათი ახალი რეკორდია. ბოლოს მათ ყველაზე მეტი, 25 რაკეტა 2019 წელს გამოცადეს. ბოლო სარაკეტო გამოცდებს სამხრეთ კორეამ ივნისში საკუთარი რაკეტების ტესტირებით უპასუხა.

კომენტარები