აშშ-რუსეთი

ბლინკენი: ბაიდენმა რუსეთში დაკავებული ამერიკელების გათავისუფლების გეგმას ხელი მოაწერა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთში დაკავებული ამერიკელების, ბრიტნი გრიანერისა და პოლ უელანის საქმეში აქტიურად ჩართული იყო და ხელი მოაწერა "არსებითი წინადადებას", რომელიც აშშ-მ რუსეთს შესთავაზა.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს მთავრობამ რუსეთს ამერიკელების გასათავისუფლებლად, იარაღით მოვაჭრესთან, ვიქტორ ბუტთან გაცვლა შესთავაზა. გავრცელებული ინფორმაციით, 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მან გამოიყენა თავისი მრავალი საჰაერო სატრანსპორტო კომპანია იარაღის კონტრაბანდისთვის აღმოსავლეთ ევროპიდან აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. 

ამასთან ერთად, ბლინკენი აღნიშნულ ფაქტს პირდაპირ არ ადასტურებს.

 "არ შემიძლია და არ ვაპირებ დეტალების აღწერა იმის შესახებ, რაც ჩვენ რუსებს შევთავაზეთ ამდენი კვირის განმავლობაში.

პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ უშუალოდ იყო ჩართული, ის ხელს აწერს ნებისმიერ წინადადებას, რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ამერიკელებს ეხება, რომლებიც თვითნებურად არიან დაკავებულები საზღვარგარეთ, მათ შორის ამ კონკრეტულ შემთხვევაში". - თქვა ბლინკელმა.

ამერიკელი დიპლომატი უახლოეს დღეებში გეგმავს თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან საუბარს და 28 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, "ვიმედოვნებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან საუბრისას მე შემიძლია გავაძლიერო ძალისხმევა, რათა ისინი სახლში დავაბრუნო".

პოლ უელანი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით 2018 წელს დააკავეს.

თებერვალში გრაინერი შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს.სპორტსმენის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს. ნივთიერება აკრძალულია რუსეთში, თუმცა ლეგალურია აშშ-ის ზოგიერთ შტატში. კალათბურთელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით აღიძრა, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გრაინერმა სასამართლოში განმარტა, რომ გამოფრენამდე ბარგი სიჩქარეში ჩაალაგა და კარტრიჯების რუსეთში ჩამოტანა განზრახ არ უცდია.

5 ივლისს გრაინერმა ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიწერა წერილი და სთხოვა "ყველაფერი გააკეთოს" მისი გათავისუფლებისთვის. 

ბრიტნი გრაინერი ქალთა კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოქმედი ვარსკვლავია. არის NBA-ს გამარჯვებული, ორი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ქალთა All Star-ის რვა გზის მონაწილე. 2013 წლიდან თამაშობს ფინიქს მერკურიში, 2015 წლიდან პარალელურად, NBA-ს სეზონის დასრულების შემდეგ ასევე თამაშობს რუსულ კლუბში УГМК.

 

კომენტარები