ეს წერილი ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ რასაკვირველია, ჩვენ როდესაც შვეიცარიული ბანკის ამბავს ტელევიზიით ვიგებთ და რა თქმა უნდა, მივესალმებით, რომ სასამართლო დავაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სიმართლე დოკუმენტურად მტკიცდება და ეს სიმართლე მარტო სიმართლედ კი არ რჩება, არამედ, სასამართლო წესით მყარდება, ეს გვიხარია. მაგრამ, როდესაც თავად ივანიშვილი ამბობს, რომ - ეს მაინც ჩემი პირადი პრობლემებია და მოდით, ამაზე მე თვითონ ვიზრუნებ და თქვენ თავს არ მოგახვევთო, ეს გარკვეულწილად ჩვენ უფრო მეტ სიმშვიდეს გვძენს, რომ პრობლემები არის, ფაქტია, მაგრამ თავად ის, ვისაც ეს პრობლემები ეხება, ცდილობს, რომ მორიგ ჯერზე გაარიდოს ეს პრობლემები საკუთარ ქვეყანას.
tbl.ge/63aj
დაკოპირდა
ასე ეხმაურება TV იმედის ეთერში კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის წერილს. ივანიშვილი ამბობს, რომ ურჩევნია, მისი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა თავის პირად პრობლემად დატოვოს და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიოს.
ქართული ოცნებათეა წულუკიანიბიძინა ივანიშვილიბიძინა ივანიშვილის განცხადებაბიძინა ივანიშვილის წერილიCredit Suisse
ამავე თემაზე
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ
- კობახიძე ორბანს: თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე
- კობახიძე: ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას შემაშფოთებელი შედეგები აქვს ევროპასა და აშშ-ში
- ჩვენი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა – კობახიძე CPAC-ზე