ბატონი გია კობახიძე, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და შემდგომ უკვე საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი პირადად იყო ჩართული საქართველოსა და უკრაინის ახლადფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოების მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამყარებაში. ბატონი დავით არახამია კი, როგორც რუსული სპეცსამსახურების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ასრულებს რა პატრონების დავალებას და საქართველოს მტრობაში ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს პირველობას ეცილება. ეს არის რეალობა და არა არახამიას რაღაც ნაბოდვარი, სადაც ღია ცილისწამებასა და მტრობასთან ერთად, აშკარად იკითხება საკუთარი მძიმე ცოდვების სხვისთვის გადაბრალების ამორალური, მაგრამ ძალზე უბადრუკი მცდელობა. რაც შეეხება ზოგიერთი ჟურნალისტის "მაღალ" პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტს, კითხვა, რომლის ტექსტის ნებისმიერი ვარიაცია შეურაცხმყოფელია, ღირსეული ადამიანისგან ყოველთვის მიიღებს ღირსეულ პასუხს. ჩემი სრული მხარდაჭერა ძალიან ღირსეული მამის ძალიან ღირსეულ შვილს, ირაკლი კობახიძეს.
tbl.ge/637r
დაკოპირდა

წერს სოციალურ ქსელში ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი. გუშინ, 25 ივლისს ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა მთავარი არხის ჟურნალისტს, რომელიც დავით არახამიას განცხადებაზე კითხვას უსვამდა.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




