გახსოვთ რა თქვა ეუთო/ოდირმა, მან თქვა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მედია არის ქცეული პოლიტიკურ აქტივისტად, ეს არის საერთო ჯამში რასაც ჩვენ ვხედავთ. მათ შორის ბოლო ორი დღე ჩვენ ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის კულმინაცია იყო გუშინ, სწორედ იმ დასმული კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე რომელშიც შიგნითვე იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც, დისკრედიტაციაც, ყველაფერი. ეს იყო ალბათ მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით...
tbl.ge/637m
დაკოპირდა

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. გუშინ, 25 ივლისს ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა მთავარი არხის ჟურნალისტს, რომელიც დავით არახამიას განცახდებაზე კითხვას უსვამდა.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




