რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: უგლეგორსკის თბოსადგურზე შეტევის გამო, რუსეთს მძიმე დანაკარგები აქვს

რუსი ოკუპანტი უკრაინაში
ТАСС

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები დონეცკის რეგიონში უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ.

"ბახმუტის მიმართულებით მტერმა დაბომბა ჩვენი ჯარები ბერესტოვოეს, ბელოგოროვსკის, ნოვაია კამენკას, პოკროვსკის, ბახმუტის, ვესელაია დოლინას, ზაიცევის, მაისკთან ახლოს, გარდა ამისა, რუსეთმა საჰაერო თავდასხმები განახორციელა ბახმუტის მახლობლად. მნიშვნელოვანი დანაკარგებით და უკან დახევით დასრულდა მტრის სულელური მცდელობა, გაეუმჯობესებინა ტაქტიკური სიტუაცია ვლადიმეროვკა - ბახმუტსკოეს და დოლომიტნოე - ნოვოლუგანსკოეს მიმართულებით. რუსეთი კარგავს პერსონალს, მაგრამ უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მცდელობას განაგრძობს.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტრის თავდასხმა ვერხნეკამენკა - ვერხნეკამენსკოეს და ბელოგოროვკა - ვერხნეკამენსკოეს მიმართულებით კიდევ ერთხელ მოიგერიეს. დამპყრობლებმა დანაკარგებით უკან დაიხიეს". - წერია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია ავდეევკას, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სისტემატურად ბომბავს.

კომენტარები