ტრეილერი

WAKANDA FOREVER – მეორე შავი პანტერის ტრეილერი გამოვიდა – [VIDEO]

კინოსტუდია Marvel-მა Black Panther: Wakanda Forever-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

ამ ეტაპზე უცნობია ვინ მოირგებს შავი პანტერის კოსტუმს. წინა ფილმში ვაკანდელი სუპერგმირის როლი ჩედვიკ ბოუზმენმა შეასრულა, მსახიობი 2020 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. Marvel-მა მალევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბოუზმენს არ ჩაანაცვლებდა. 

ძველ როლებს დაუბრუნდნენ ლუპიტა ნიონგო, ლეტიშა რაითი, დანაი გურირა და ანჯელა ბასეტი. მთავარ ბოროტმოქმედს, ნამორს ტენოხ გუერტა ასახიერებს.

შავი პანტერის ახალი ნაწილის მიმდინარე წლის 9 ნოემბერს გამოვა.

კომენტარები