რაც შეეხება შეერთებული შტატების საელჩოსა და მის ელჩს, რა თქმა უნდა უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორია, თუმცა არ მომხდარა ჯერ რომ ელჩზე თავდასხმა ყოფილიყო ქართული ოცნების მხრიდან. იყო კონკრეტული კითხვები, რომელთა ლეგიტიმურობაში ყველანი დავრწმუნდით, განსაკუთრებით მას მერე რაც მოსამართლემ და კიდევ სხვა მოსამართლეებმა გაამახვილეს ამ საკითხზე ყურადღება და მეტი ინფორმაცია მისცეს საზოგადოებას. ეს არის არა თავდასხმა, არამედ ის ურთიერთობა, რომელიც მეგობრებს შორის არსებობს, მაგრამ არის კითხვები, რომლებზეც პასუხები უნდა ითქვას. პასუხები სიზუსტეს მოკლებულია.
ქართული ოცნება
მათიკაშვილი: ჯერ არ მომხდარა, რომ აშშ-ს ელჩზე თავდასხმა ყოფილიყო ქართული ოცნების მხრიდან
tbl.ge/6364
დაკოპირდა

ტელეკომპანია იმედის ეთერში ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის სიტყვებით, ხელისუფლების ნაწილს სურს, ქართველი ხალხი ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ჩამოაშოროს. მისივე თქმით, "დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმ ფორმებს, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი პარტნიორები".
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




