რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: დონეცკის ოლქში ოკუპანტების თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით მოვიგერიეთ

UNIAN

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში უკრაინელმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს, ხოლო ორ ადგილას საომარი მოქმედებები გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიშები მოახდინეს ბოლშაია კომიშუვახას, ჰრუშევახას, კრასნოპოლიას, ვერნოპოლიას, დოლინას, კრასნაია პოლიანას, კარნაუხოვკასა და დიბრივნის მახლობლად.

გენშტაბი აცხადებს, რომ  დამპყრობლები ცდილობდნენ კონტროლის დამყარებას ბოგოროდიჩნოის დასახლებაზე, თუმცა უშედეგოდ. 

"უკრაინელმა ჯარისკაცებმა უკვე არაერთხელ მოიგერიეს მტრის თავდასხმა ვერხნეკამენკა-ვერხნეკამენსკოიეს და ბელოგოროვკა-ვერხნეკამენსკოიეს მიმართულებით. ოკუპანტებმა ზარალით უკან დაიხიეს". - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით, მტერმა ესროლა უკრაინულ ჯარებს ბერესტოვოეს, ბელოგოროვსკის, ნოვაია კამენკას, პოკროვსკის, ბახმუტის, ვესელა დოლინას, ზაიცევოეს, მაისკის და ნიუ-იორკთან ახლოს.

"მტრის უშედეგო მცდელობები ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ვლადიმიროვკა - ბახმუტსკოე და დოლომიტნოე - ნოვოლუგანსკოეს მიმართულებით დასრულდა მნიშვნელოვანი დანაკარგებით და უკან დახევით. მტერი კარგავს პერსონალს, მაგრამ ჯიუტად აგრძელებს მცდელობებს დაამყაროს კონტროლი უგლეგორსკის თბოსადგურის ტერიტორიაზე. ბრძოლა გრძელდება.სასტიკი ბრძოლები გრძელდება ასევე როტა-სემიგორიას მიმართულებით".- აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები